ახდენილი ოცნებები…
ერთ მაღალ გორაკზე, ერთმანეთთან ახლოს, სამი ხე იდგა. ერთ დღეს მათ თავიანთ ოცნებებსა და იმედებზე დაიწყეს საუბარი. პირველმა თქვა: “იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც საგანძურის ყუთი გავხდები. შევინახავ ოქროს, ვერცხლს და სხვა ძვირფას ლითონებს, ვიქნები მორთული ულამაზესი ქვებით და ყველა გაოცდება ჩემი მშვენიერებით”.
მეორემ თქვა: “იმედია ერთ დღესაც გემი გავხდები, მეფეებსა და დედოფლებს მსოფლიოს მოვატარებ.. ჩემთან ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და დააფასებს ჩემს სიძლიერეს“.
ბოლოს კი მესამე ხემ თქვა: “მსურს, ყველაზე დიდი ხე გავხდე ტყეში. ადამიანები დამინახავენ გორაკის წვერზე, დატკბებიან ჩემი სილამაზით და კაცობრიობას დავამახსოვრდები, როგორც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ხე ისტორიაში“.
წლების შემდეგ, გორაკს რამოდენიმე ხისმჭრელი მიადგა. ერთს პირველი ხე მოეწონა და მოჭრა. ხე ბედნიერი იყო იმის წარმოდგენით, რომ შეიძლებოდა მისგან საგანძურის ყუთი გაეკეთებინათ. მეორე ხეც მოეწონა ერთ–ერთ ხისმჭრელს და მოჭრა. ისიც ბედნიერი იყო, რადგან იმედი ჰქონდა, რომ შეიძლებოდა მისგან გემი შეექმნათ. როდესაც ხისმჭრელები მესამე ხესთან მივიდნენ, ხემ თავი საშინლად იგრძნო, რადგან ხვდებოდა, რომ თუ მოჭრიდნენ, მისი ოცნება სამუდამოდ გაქრებოდა. ერთ–ერთმა ხისმჭრელმა თქვა: “არ ვიცი ზუსტად რას გავაკეთებ ამ ხისგან, თუმცა მაინც წავიღებ”. ასე რომ, ეს ხეც მოჭრეს..
პირველი ხისგან ცხოველების საკვები ბაგა გააკეთეს – ეს ნამდვილად არ იყო ის, რაზეც იგი მუდამ ოცნებობდა. მეორე ხისგან პატარა სათევზაო ნავი გამოთალეს. მისი ოცნებაც წარსულს ჩაბარდა – ეტარებინა მეფეები და დედოფლები. მესამე ხე კი რამოდენიმე ნაწილად დაჭრეს და ბნელ კუთხეში მიაგდეს.
ერთ დღეს, ერთი ქალი და მამაკაცი მივიდა იმ ადგილას, სადაც პირველი ხისგან გაკეთებული ცხოველთა ბაგა იყო. ქალმა იმ ღამით იმშობიარა და ამ ბაგაში პატარა ბავშვი ჩააწვინეს. ხეს კარგად არ ესმოდა ამ მოვლენის მნიშვნელობა და ვერ ხვდებოდა, რომ მის წიაღში კაცობრიობის ყველაზე დიდი საგანძური იწვა..
წლების შემდეგ ადამიანთა ჯგუფი თევზაობდა ნავით, რომელიც მეორე ხისგან გააკეთეს. ერთ–ერთი მათგანი დაღლილი იყო და ჩაეძინა. უცბად, საშინელი შტორმი ამოვარდა და შეშინებულმა კაცებმა მძინარე გააღვიძეს. კაცი წამოდგა, “მშვიდობა“ – თქვა და ქარიც ჩადგა, ზღვა დაწყნარდა. ნავი მიხვდა, რომ იგი კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე დიდ სასწაულს მოესწრო და უმნიშვნელოვანესი მისია შეასრულა, მას ხომ მართლაც სამყაროს მეფე მიჰყავდა..
ბოლოს, მესამე ხეც გაახსენდა ვიღაცას და მისგან ხისგან ჯვარი შეკრეს. ერთ დღეს, ეს ჯვარი ზურგზე მოკიდებული ატარა ერთმა კაცმა, უამრავი ხალხის თვალწინ, მას გზადაგზა სცდემდნენ და დასცინოდნენ. ბოლოს კი სიკვდილმისჯილმა ჯვარი გოლგოთის მთის წვერზე აიტანა და მასზე გააკრეს, უმოწყალოდ აწამეს. ასე აღიმართა მესამე ხე მთის წვერზე და ვერც კი მიხვდა, რომ მას ყველაზე დიდი ღვაწლის ტარების შესაძლებლობა მიეცა. როცა კვირა დღე გათენდა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ იგი მართლაც ყველაზე ახლოს იყო ღმერთთან, ის ხომ მაცხოვრის ჯვარი იყო..
როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს, უნდა გავიხსენოთ, რომ ღმერთს თითოეული ჩვენგანისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა და თუ მის მფარველ ხელს მივენდობით, აუცილებლად აგვიხდენს ოცნებებს. ამ სამმა ხემ მიიღო ზუსტად ის, რაც სინამდვილეში სურდათ და სჭირდებოდათ, მაგრამ არა იმ გზით, როგორც ეს მათ წარმოედგინათ. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, თუ რა გეგმა აქვს ღმერთს ჩვენთვის. უბრალოდ, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მისი გზა ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენ მიერ არჩეულს, თუმცა გზა, რომელსაც იგი გვთავაზობს და მასთან მიგვიყვანს, ყოველთვის საუკეთესოა.
10 საინტერესო ფაქტი ადამიანის ფსიქოლოგიაზე
1. ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს გამოიმუშავებენ, სიამოვნებას იღებენ სხვა ადამიანების განრისხებით.
2. ადამიანები ცდილობენ დაამცირონ ირგვლივმყოფები მაშინ, როდესაც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში.
3. ამასთან, ამ ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ მათი ნეგატიური დამოკიდებულება მართებულია და არავითარ კავშირში არ არის საკუთარი თავის რწმენასთან. სხვების დამცირება ეხმარება მათ აიმაღლონ საკუთარი თავმოყვარეობა.
4. ადამიანის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს ფიზიკური შეგრძნებები. მაგ: ადამიანის ცნობიერებაში მსგავსი ასოციაციები აქვს წონას და სერიოზულობას (ადამიანს აფასებენ სერიოზულ და სტაბილურ პერსონად, თუ მისი რეზიუმე მოთავსებულია მძიმე საქაღალდეში და პირიქით); სიცივეს და სიმარტოვეს… ზუსტად ასე: მყარი, ხისტი და უხეში ნივთები ადამიანის ცნობიერებაში სირთულეებთან ასოცირდება. ერთ-ერთი კვლევის დროს აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც გასაუბრების დროს ისხდნენ უხეშ და მოუხერხებელ სკამებზე, იყვნენ ბევრად მოუქნელები და რთულ სიტუაციაში გრძნობდნენ თავს.
5. ტყუილი დიდ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანისგან. მას ერთდროულად თავში უნდა ჰქონდეს ტყუილი – რომ ილაპარაკოს და სიმართლე – რომ დამალოს. შედეგად ის წარმოთქვამს ბევრად მარტივ წინადადებებს და რთულად უმკლავდება დასახულ ამოცანებს.
6. როდესაც ადამიანებს აკვირდებიან, ან მათ ჰგონიათ რომ აკვირდებიან, ისინი იქცევიან ბევრად უკეთ. ასე მაგალითად: ერთ-ერთ ბუფეტში მიამაგრეს თვალი, რომელიც ქმნიდა კამერის ილუზიას და შენიშნეს, რომ იქ შემსვლელების უმეტესობა თავად ალაგებდა საკუთარ მაგიდას სადილის შემდეგ.
7. მიმზიდველ და კეთილსინდისიერ გარეგნობას ადვილად შეჰყავს ადამიანი შეცდომაში. ზოგადად ადამიანებში დიდ ნდობას ყველაზე მეტად გარეგნობა იწვევს. კვლევის შედეგად პროფესიონალებიც კი შეცდნენ და მატყუარა, მაგრამ კეთილსინდისიერი გამომეტყველების ადამიანები ჩათვალეს გულწრფელებად 86% შემთხვევაში.
8. წარმატებულ და მდიდარ ხალხს ადამიანები ავტომატურად თვლიან უფრო ჭკვიანებად, ბრძენებად და პირიქით.
9. ადამიანი ბედნიერად თავს თვლის არა იმ შემთხვევაში, როდესაც მას საკმარისი ფული აქვს, არამედ მაშინ, როდესაც მას მეზობლებზე მეტი ფული აქვს.
10. რაც უფრო რთულია ადამიანისთვის მისაღები გადაწყვეტილება, მით უფრო მიდრეკილია ის დატოვოს ყველაფერი ისე, როგორც არის. მაგალითად: თუ მაღაზიაში ბევრი ტანსაცმელია და არჩევანი დიდია, დიდია იმის შანსიც, რომ ეს ადამიანი მაღაზიიდან გამოდის შენაძენის გარეშე.
.jpg)

No comments:
Post a Comment