Saturday, December 7, 2013


სურვილების ასრულების ფსიქოლოგია








დამტკიცებულია,რომ ადამიანის აზრი მატერიალურია და ეს ნიშნავს,რომ შეიძლება სურვილების ასრულება აზრის ძალით.თუ სწორედ იქნება სურვილი ფორმულირებული – სურვილი აუცილებლად ასრულდება.

ყველაფერი,რაც გინდათ და რეალურია,შეიძლება მოხდეს,მთავარია სწორედ მოინდომოთ.ყველა ადამიანს აქვს ბევრი გეგმა,ფანტაზია და სურვილი,მაგრამ ხშირად არაფერი არ გამოდის და მყარდება აზრები ;,,ბედი არ მწყალობს",,,ვერ შევძელი",,,არ გამოვიდა". და მაშინ ქრება სასურველის ან დასახული მიზნის ასრულების რწმენა.

სინამდვილეში საკუთარი სურვილების ასრულება საკმაოდ რეალურია.ფსიქოლოგიაში არსებობს სურვილების ასრულების ტექნოლოგია,რომელიც ადამიანის წინაშე იხსნებოდა ნელ–ნელა სამეცნიერო კვლევების და ძიების გზით.

ჯერ კიდევ აკადემიკოსი ბახტეროვი აღწერდა ტვინის და ადამიანის ცნობიერების უნარს –მიაღწიოს დასახულ მიზანს.დღეს დანამდვილებითაა ცნობილი,თუ როგორ იცვლება უჯრედი გარკვეული შთაგონების ზემოქმედებისას:ლოცვით,მედიტაციით,ძლიერი რწმენით.სურვილების ასრულების მეთოდიკაში არ არის არაფერი რთული.მთავარია–შინაგანი განწყობა,საკუთარი ძალების რწმენა და სწორე აზროვნება.
საჭიროა ცოტა სხვანაირად ფიქრის სწავლა–პოზიტიურ რაკუსში, საკუთარი აზროვნების ალგორითმის შეცვლის მცდელობა და სურვილები,დასახული მიზნები ასრულებას დაიწყებენ.არ იფიქროთ და არ უთხრათ საკუთარ თავს:,,ვერ შევძლებ" ან ,,არ გამომივა",იმოქმედეთ პირიქით – დამაჯერებლად თქვით:,,შევძლებ",,,ყველაფერი გამომივა".
შინაგანი განწყობა,რომელსაც აძლევთ თქვენს ქვეცნობიერს თქვენი აზრებით,სურვილების ასრულებაში მნიშვნელობან როლს თამაშობს.თანამედროვე ფსიქოლოგიაში არსებობს სურვილების ასრულების
გამოცდილი ტექნოლოგიები,რომლების ეხმარებიან ადამიანს სწორედ აზროვნების და ფიქრის ,საკუთარი ძალების რწმენის სწავლას.

ფსიქოლოგიური ფაქტები თქვენს ტვინზე

           
 ადამიანის ტვინი ყველაზე დიდ ამოცანად რჩება მსოფლიოში. მართალია, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო ფაქტი დაადგინეს და ჩვენი ქცევების ამოცნობაც კი უკვე შესაძლებელია, მაგრამ ბევრი რამ ამოუცნობია.
             იცით იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი და უტყუარია თქვენი მოგონებები? ან ის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ყალიბდება თქვენი ჩვევები? ან რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ?
       ეს და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტები დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი:

1.      თქვენი ტვინი ძილშიდაც ისევე აქტიურია, როგორც გაღვიძებულ მდგომარეობაში.
როცა თქვენ გძინავთ და ხედავთ სიზმარს, თქვენი ტვინი ამუშავებს და აჯამებს დღის განმავლობაში მიღებულ მთელ ინფორმაციას: წყვეტს რა შეინახოს, რა დაივიწყოს... ალბათ ხშირად გსმენიათ რჩევა გამოცდის ან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ: ,,კარგად გამოიძინე!“ თუ გნებავთ კარგად დაგამახსოვრდეთ ის, რაც ისწავლეთ საუკეთესო ვარიანტია დაიძინოთ, მას შემდეგ რაც იმეცადინეთ.
2.      თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ მხოლოდ 3-4 ფაქტი ერთდროულად.
არსებობს წესი: ,,მაგიური ციფრი 7 პლუს მინუს 2“, რომლის თანახმადაც ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად 5-9 საინფორმაციო ბლოკზე მეტის შენახვა. მოკლევადიან მეხსიერებაში ინფორმაციის დიდი ნაწილი ინახება 20-30 წამი, ამის შემდეგ კი ჩვენ მას ვივიწყებთ. თუ რათქმაუნდა არ ვიმეორებთ ხშირად. დასამახსოვრებლად კარგი საშუალებაა ინფორმაციის განაწილება რაიმე საერთო ნიშნების მიხედვით. ასე მაგალითად: ტელეფონის ნომრის ცალ-ცალკე ციფრად დამახსოვრება ძალიან გვიჭირს, მაგრამ სიტუაცია ბევრად მარტივდება, როცა ვიმახსოვრებთ 2-2 ან 3-3 რიცხვისგან შემდგარ ციფრებს.
3.      ადამიანი ძალიან ცუდად იმახსოვრებს წითელი და ლურჯი ფერების შერწყმას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები ძალიან ბევრი ქვეყნის დროშაზეა გამოყენებული, მხედველობისთვის რთული აღსაქმელია ეს ორი ფერი ერთმანეთის გვერდით.  ეს ხდება იმ ეფექტის გამო, რომელსაც ,,ხრომოსტერეოფსისი“ ჰქვია. მისი გავლენით ხდება ის, რომ ზოგიერთი ფერი ძალიან ჭრის თვალს, მის ფონზე კი მეორე ფერი საერთოდ ქრება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვალის გაღიზიანებას და გადაღლას.
4.      თქვენ აღიქვამთ ნივთებს სხვაგვარად, ვიდრე ხედავთ მათ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ,,არ აქვს მნიშვნელობა რა თანმიმდევრობითაა დალაგებული ასოები სიტყვაში. მთავარია რომ პირველი და ბოლო ასო იყოს თავის ადგილას.“
მაშინაც, კი თუ დანარჩენი სიტყვები არეულია, როგორც დარწმუნდით, თქვენ შეძლებთ წინადადების წაკითხვას. ეს ხდება იმიტომ, რომ ტვინი არ კითხულობს ცალ-ცალკე თითო ასოს, არამედ აღიქვამს სიტყვას მთლიანად.  
5.      თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ყურადღება ერთსა და იმავე საგანზე მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.
იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ იმყოფებით რაიმე შეკრებაზე, სადაც განიხილავენ თქვენთვის საინტერესო თემას, მაქსიმალური ყურადღება რომელიც შეიძლება მოიკრიბოთ გეყოფათ 7-10 წუთი. ამის შემდეგ თქვენ დაიწყებთ მოდუნებას და აუცილებელი გახდება შესვენების გაკეთება, რათა შეინარჩუნოთ ინტერესი.
6.      შესაძლებლობა - დროებით გადადოთ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, გვიჩნდება ჯერ კიდევ ბავშვობიდან. ადამიანები, რომლებმაც ადრევე გამოიმუშავეს საკუთარ თავში ეს უნარი, უკეთ სწავლობდნენ სკოლაში, შემდგომში კი უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესს და იმედგაცრუებას.
7.      ჩვენი დროის 30%-ს ჩვენ ოცნებებში ვხარჯავთ.
ფსიქოლოგების კვლევების თანახმად, ჩვენ ყველას გვიყვარს ოცნებებში გადავარდნა. როგორც მინიმუმ ჩვენი დროის 30%-ს ვხარჯავთ ამ პროცესებში, ზოგიერთი კი ბევრად მეტს, თუმცა ეს არ არის ყოველთვის ცუდი. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მეოცნებეები დიდი შემოქმედებითი უნარით გამოირჩევიან და უკეთ აგვარებენ სხვადასხვა პრობლემებს.
8.      ჩვევები ყალიბდება 66 დღის განმავლობაში.მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობდნენ ჩვევების ჩამოყალიბების პროცესს დაადგინეს, რომ ამ ყველაფერს საშუალოდ 66 დღე სჭირდება.
რაც უფრო რთულია ის ქცევა, რომელიც გვსურს, რომ გადაიზარდოს ჩვევაში, მით მეტი დრო სჭირდება ამ პროცედურას.
9.      რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეიძლება გყავდეთ შეზღუდულია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოციალურ ქსელში შეგიძლიათ დაიმატოთ და იამაყოთ ათასობით მეგობრის ყოლით, ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ბევრად ნაკლები ახლო კავშირი. ეს ციფრი შეადგენს 50-150-მდე ადამიანს.
10.  თქვენ ხშირად ცვლით საკუთარ მოგონებებს.
თქვენ ინახავთ თქვენს მოგონებებს ტვინში და გგონიათ რომ ისინი ვიდეოს ჰგვანან, რომლებიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩართოთ და გააცოცხლოთ ისე როგორც ეს იყო, თუმცა ეს ასე არ არის. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვუბრუნდებით მოგონებას, ჩვენ მას ვცვლით. ეს ხდება იმიტომ, რომ ნერვული უჯრედები ჩვენს ტვინში ყოველთვის სხვადასხვანაირად აქტიურდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: შემდეგში მომხდარი მოვლენები, ან ადამიანის სურვილი, შეავსოს სიცარიელე მეხსიერებაში.

ვიცხოვროთ მარტივად და ბედნიერად!

თუ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ და გსურთ უფრო მეტს მიაღწიოთ ცხოვრებაში ან შეიცვალოთ უკეთესობისაკენ, წაიკითხეთ ეს რჩევები, გაიზიარეთ და იმოქმედეთ “ახალი ცხოვრების” დასაწყებად. ნუ დაელოდებით მომდევნო ორშაბათს, დაიწყეთ დღესვე!


1. წარმატების საიდუმლო
ქაღალდის ერთ გვერდზე ჩამოწერეთ ყველა ის პროექტი,  (იდეა,საქმე) , რომელიც უკვე წარმატებით განახორციელეთ. ამოიწერეთ მიზეზები, რომელთა გამოც წარმატებას მიაღწიეთ. მეორე გვერდზე ის პროექტები, რომელთა შესრულებაც ვერ შეძელით. ამოწერეთ წარუმატებლობის მიზეზები. ახლა დაფიქრდით და შეეცადეთ გამოასწოროთ შეცდომები და გაამრავლოთ წარმატებები.
2. ვიკლებთ წონაში
გაზაფხულზე მეტად აქტუალურია წონის დაკლების საკითხი. 10 კილოს 1 თვეში ვერ დაიკლებთ, (დაიავადმყოფებთ ორგანიზმს) შეგიძლიათ პირველ თვეს შეამციროთ ღვეზელების ნამცხვრებისა და ტკბილეულის რაოდენობა. თვეში 500 გრამს დაიკლებთ. შემდეგ თვეში შეეცადეთ დილაობით ივარჯიშოთ და სულ ცოტა ხანში სასურველ შედეგს მიაღწევთ – ტანწერწეტა გახდებით.
3. ავისრულოთ სურვილები
ჩამოწერეთ თქვენი სურვილები. გვერდით მიუწერეთ ის გზები, რომლებიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. მაგალითად: გადაწყვიტეთ უცხო ენის (იაპონურის) შესწავლა. “დავურეკავ ყველა უცხო ენის შემსწავლელ ცენტრს”, “ინტერნეტში მოვძებნი ენის შემსწავლელ უფასო საიტებს”, “გამოვკითხავ მეგობრებს თუ სად და ვისთან შეიძლება ენის შესწავლა” და ა.შ.
4. მოიხსენით შავი სათვალე
ქალები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან  პესიმისტური ფიქრებისადმი. დაივიწყეთ: “ვერ შევძლებ”, “არ გამომივა”, “დავმარცხდები”. დაიმახსოვრეთ: თქვენ ნიჭიერი, სიმპათიური, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ხართ და ყველაფერი გამოგივათ.
5. მეუღლე თქვენი საუკეთესო მეგობარია
დილით ნუ მოჰყვებით წუწუნს: “უამრავი საქმე მაქვს, მაგვიანდება..” მოეფერეთ და გაუღიმეთ საკუთარ მეუღლეს. შინ დაბრუნებული ნუ ჩაერთვებით სერიალებში. მეუღლეს გამოჰკითხეთ სამსახუში მომხდარი ამბები. გაამხნევეთ და მოეფერეთ. არავითარ შემთხვევაში არ იკამათოთ ძილის წინ.

6. გაანებივრეთ საკუთერი თავი
შავი დღისთვის ფულის გადანახვა საჭიროა, მაგრამ ნუ იტყვით უარს საკუთარ სიამოვნებაზე და ზოგჯერ გაანებივრეთ საკუთარი თავი სიურპრიზებითა და საჩუქრებით. ეს უფრო მეტად გაგიხალისებთ ცხოვრებას, ვიდრე მომავალზე ფიქრი.
7. დაეხმარეთ მეგობრებს
მიმოიხედეთ, იქნებ გარშემომყოფებს თქვენი დახმარება ესაჭიროებათ. შეძლებისდაგვარად მხარში ამოუდექით მათ. გახსოვდეთ: “მადლი ჰქენი, ქვაზე დადე..”
8. დახვეწილობის შესანარჩუნებლად
უარი თქვით ლიფტზე. 5 თეთრიანებიც დაგეზოგებათ და ფეხის კუნთებსაც გაიმაგრებთ. ყოველდღე 1 ჭიქით მეტი წყალი დალიეთ. ორცხობილას მაგივრად ვაშლი ჭამეთ. შეძლებისდაგვარად, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, ივარჯიშეთ. დაიმახსოვრეთ ოქროს სიტყვები: “ისაუზმე დედოფალივით, ისადილე პრინცესასავით და ივახშმე კონკიასავით.”

მარტოობა სიცოცხლეს ამოკლებს


    მე მარტოხელა ვარ. ამბობენ, რომ მარტოობა სიცოცხლეს ამოკლებს, ხალხთან ურთიერთობა კი, პირიქით, ახანგრძლივებს. მართალია თუ არა ეს?

          ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ღრმად მოხუცი ქალი. ერთ დღეს იგი გარდაიცვალა. ყველას მარტოსული ადამიანი ეგონა და ხალხის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მის დაკრძლავაზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ცნობილი პიროვნება ჩამოვიდა. სამგლოვიარო პროცესიას მიაცილებდნენ ცნობილი მწერლები, რეჟისორები, მსახიობები, მეცნიერები... აღმოჩნდა, რომ მოხუცს მათთან დიდხანს ჰქონდა მიმოწერა და, როგორც ვარაუდობენ, სასიცოცხლო ენერგიას სწორედ ხალხთან ამ უჩვეულო ურთიერთობით იღებდა. ამ უცნაურ მოხუცს ინტერნეტის შესახებ რომ სცოდნოდა, ალბათ 100 წელზე მეტხანს იცოცხლებდა.
          მკვლევართა აზრით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობასა და პროფილაქტიკაში გადამწყვეტ როლს ძვირად ღირებული მედიკამენტები, საგანგებო დიეტა თუ ქირურგიული მკურნალობა კი არა, სიყვარულის უნარი ასრულებს. მკურნალობის ეს უჩვეულო მეთოდი პირველად ამერიკელმა დოქტორმა დინ ორნიმმა აღმოაჩინა. მისი აზრით, გაცილებით ადვილია გულის კარი გაუღო ადამიანებს და აჩუქო მათ სიყვარული, ვიდრე უმკურნალო ბლოკირებულ სისხლძარღვებს. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ საზოგადოებისგან გარიყული ადამიანები 3-5-ჯერ ხშირად ავადდებიან და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც უფრო ნაკლებია, უმთავრესად - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო. სიყვარული, მზრუნველობა, ოჯახისადმი კუთვნილების გრძნობა - აი, უებარი წამალი გულით დაავადებულთათვის. ნაშრომში "სიყვარული და გამძლეობა" დინ ორნიში მოგვითხრობს ორი ამერიკული ქალაქის შესახებ, რომელთა მცხოვრებნიც, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. სხვაობა მხოლოდ ის იყო, რომ ერთი ქალაქის ბინადრები ერთმანეთის ნათესავები და გულითადი მეგობრები იყვნენ, მეორისანი კი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ. სტატისტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეორე ქალაქში ინფარქტი, კიბო, დიაბეტი და ინფექციური სნეულებანი უფრო მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე პირველში. საინტერესო და საყურადღებოა კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგი. ამერიკელი გოგონები და ბიჭები გამოკითხეს იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა გულახდილი, თბილი ურთიერთობა მშობლებთან. 40 წლის შემდეგ ექიმებმა ჩაატარეს იმავე პირების სამედიცინო გამოკვლევა. მათ, ვისაც მშობლებთან სიყვარული არ აკავშირებდა, მძიმე ქრონიკული პათოლოგიები აღმოაჩნდათ, ხოლო მეორე, "მოსიყვარულე" ნახევარი გაცილებით იშვიათად ავადმყოფობდა. მაინც, როგორ გავხდეთ უფრო სათნონი, მოსიყვარულენი, მზრუნველნი, ყურადღებიანნი და, შესაბამისად, ჯანმრთელნი? ამისთვის საჭიროა გავითვალისწინოთ ექიმ დინ ორნიშის რჩევები:
1. ახლობლებთან ურთიერთობისას იყავით გულახდილი, დაუფარავად გამოხატეთ გრძნობები, ემოციები, ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრებს და პატივი ეცით მათ გრძნობებს.
2. ეძებეთ ახლობელი ადამიანები. თუ გგონიათ, რომ მათ თქვენი არ ესმით, შეეცადეთ იპოვოთ ის, ვინც მოგისმენთ, გულითადად მოგეპყრობათ და გაგიგებთ.
3. აღიარეთ შეცდომები და გამოიმუშავეთ მიტევების უნარი - ეს ხომ გულთბილი და გულწრფელი ურთიერთდამოკიდებულების საწინდარია!
როცა შეცდომებს აღიარებთ, დიდ შვებას გრძნობთ. მიტევება კიდევ უფრო სასიამოვნო განცდას ტოვებს, ურთერთობაც უფრო ადვილი და სასიამოვნო ხდება.
4. იზრუნეთ ახლობლებზე - ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით. სხვებზე ზრუნვა მარტოობის დაძლევის იდეალური საშუალებაა. რაც მთავარია, ის უდიდეს სიამოვნებას და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.
5. მიიღეთ სხვებისგან დახმარება, თუ ცხოვრებისეულმა გარემოებებმა (უბედურმა შემთხვევამ, დაავადებამ, ოჯახურმა უთანხმოებამ, ალკოჰოლიზმმა და სხვა) მარტო დარჩენის საფრთხე შეგიქმნათ.
6. შეეხეთ ერთმანეთს. ბევრს უჭირს, შეხებით გამოხატოს გულთბილი დამოკიდებულება. გულცივობას, უნდობლობას ხშირად დეპრესიამდე, ავადმყოფობამდე და სიკვდილამდეც კი მივყავართ. გაუწოდეთ ხელი მეგობრებს, გულში ჩაიკარით და ამით საკუთარ თავს ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხალისი და ხანგრძლივი სიცოცხლე აჩუქეთ!


                                     



           დიალოგი ზოგჯერ საკუთარ თავთანაც უნდა გამართოთ. იმის გასარკვევად, რამდენად ჯანსაღი ფსიქიკა გაქვთ, განმარტოვდით და ესაუბრეთ საკუთარ თავს. ურთიერთობის უნარი - მთავარი ადამიანური მოთხოვნილება და ღირსებაა, მაგრამ ყველას არ შესწევს საამისო ძალა და არ გააჩნია საამისოდ აუცილებელი თვისებები. ზოგი უფრთხის სხვასთან ურთიერთობას, გაურბის კონფლიქტებს. სულიერად ჯანსაღი ადამიანები კი ცდილობენ ზუსტად გამოხატონ თავიანთი გრძნობები. ისინი არც სქესობრივი სტერეოტიპებით იზღუდებიან. თანამედროვე მამაკაცი არ ცდილობს, ჭეშმარიტი გრძნობების დასაფარავად ქალს მკაცრ რაინდად მოაჩვენოს თავი, არ ეშინია, რომ ემოციების გამჟღავნება მის ვაჟკაცობას დაამცრობს. არც თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე ქალს აშინებს აგრესიული რეპუტაცია - იგი თამამად ამჟღავნებს თავის პოზიციას და მორჩილ და პასიურ როლს საზოგადოებაში აქტიურ თვითდამკვიდრებას ამჯობინებს.

Tuesday, December 3, 2013


რა არის საჭირო იმისთვის,რომ შევიყვაროთ საკუთარი თავი





ადამიანების უმეტესობა ფიქრობს,რომ სიყვარულის მიღება მხოლოდ სხვა ადამიანებისგან შეიძლება,ამიტომაც ასე ხშირად არიან დამოკიდბული ურთიერთობებზე,სხვის აზრზე,გამუდმებით ელოდებიან სხვისგან მოწონებას,შექებას და თუ ვერ იღებენ მას - თავს უბედურად გრძნობენ და იტანჯებიან.სინამდვილეში სიყვარულის მიღება,პირველ რიგში,საკუთარი თავისგანაა საჭირო,მისი განაცდა და გარშემომყოფებისთვის განაწილება,მიანიჭო რა ბედნიერება საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
რა არის საჭირო იმისთვის,რომ ნამდვილად შეიყვარო თავი და დაიწყო ბედნიერი,სავსე და საინტერესო ცხოვრება?პირველი ნაბიჯია - სასწრაფოდ განთავისუფლება იმ მავნე ჩვევებისგან,რომლებიც მნიშვნელოვნად წამლავენ თქვენს ცხოვრებას და აქვეითებენ თვითშეფასებას.

ცუდი მოგონებები.დაუყონებლივ შეწყვიტეთ ფიქრი თქვენს წარსულ მარცხებზე,იმაზე,რაც თქვით და გააკეთეთ არასწორედ.სიტუაციას ესეთი თვითგვემა არ გამოასწორებს,მხოლოდ გაიძულებთ განიცადოთ ნეგატიური ემოციები კიდევ ერთხელ.უმჯობესია გადაერთოთ იმაზე,რასაც აკეთებთ ეხლა,მიიღოთ ამისგან სიამოვნება.თქვენს წარსულ შეცდომებს კი მიუდექით,როგორც ფასეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

შედარების ჩვევა.ხშირად მშობლები ჯერ კიდევ ბავშვობაში გვინვითარებენ სხვებთან შედარების მანერას,გვიყენებდნენ რა მაგალითად მეზობლის ბავშვებს,თანაკლასელებს,ზღაპრის გმირებს.ამით ძალაუნებურად ხელს უწყობენ საკუთარ თავზე არასწორე შეხედეულების ფორმირებას.სინამდვილეში ესეთი მიდგომა ძირშივე არასწორეა.ყოველი ადამიანი უნიკალური და განუმეორებელია და იყო ვიღაცის ზუსტი ასლი არ გამოვა არასდროს,ნიღაბის ტარებას კი ადამიანი ფარულ დეპრესიამდე მიჰყავს და ნამდვილად არ იწვევს საკუთარი თავის სიყვარულს.გადაეჩვიეთ ამას.უმჯობესია განავითაროთ თქვენი ძლიერი მხარეები და არ ჩაიციკოთ სუსტზე - გახსოვდეთ,არავინაა სრულყოფილი.

ემოციების შეკავება.ადამიანები ხშირად ცდილობენ დათრგუნონ თავისი გრძნობები,შიგნით ღრმად დამალონ,თვლინ რა არასწორედ მათ გამომჭღავნებას.მათი დაფარვით ჩვენ ტკივილს ვაყენებთ ჩვენს სხულსა და სულს.შეეცადეთ განთავისუფლდეთ გრძნობებისგან და თავს გაცილებით ბედნიერად და დაკმაყოფილებულად იგრძნობთ.

ეხლა,როდესაც განთავისუფლდით იმ მავნე ჩვევებისგან,რომლებიც საკუთარი თავისადმი სიყვარულს აქვეითებდნენ და კლავდნენ,შეუდექით აქტიურ ქმედებებს:

გახდით საკუთარი თავის მეგობარი.დაიწყეთ დღე ტქვენთვის სასიამოვნო წვრილმანებით,ყოველდრე გაუკეთეთ თავს პატარა საჩუქრები,მეტი შეაქეთ საკუთარი თავი იმის გამოც კი,რაც აბსოლუტურად წვრილმანია.მიეცით თავს დასვენების საშუალება,მიიღეთ ცხოვრებისგან სიამოვნება.

მოუარეთ თავს.იზრუნეთ სხეულაზე,ნუ დაგავიწყდებათ ისეთი მნიშვნელოვანი რამ,როგორიცაა ჯანმრთელი კვება,სპორტი,გაკაჯება,ბუნებასი გასვლა.მოიპატიჟეთ მეგობრები,დაიმიხტეთ პოზიტივით.

პატივი ეცით და დააფასეთ საკუთარი თავი.გახსოვდეთ,რომ თქვენ უნიკალური და განუმეორებელი პიროვნება ხართ.დაიცავით თქვენი იტერესები,ყური უგდეთ საკუთარ თავს,იქონიეთ საკუთარი აზრი,აღიარეთ და პატივი ეცით მას.დაკავდით იმით,რასაც თქვენთვის ბენიერება და სიამოვნება მოაქვს:ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ჰობი,შეიძლება სამსახურიც,რომელსაც შემოსავალი მოაქვს.

იურთიერთეთ.გააფართოვეთ ნაცნობთა წრე.ირგვლივ შემოიკრიფეთ ის ადამიანები,რომლებთანაც გსიამოვნებთ ურთიერთობა,რომლებიც გაფასებენ და გიღებენ ისეთს,როგორიც ხართ.იმეგობრეთ პოზიტიური,კეთილგანწყობილ ადამიანებათან,რომლეთა გვერდით თავს დამაჯერებლად გრძნობთ.

გაერთეთ.დაკავდით იმის,რითი დაკავებაც გსურთ და არ არის მნიშვნელოვანი,თუ რა იქნება ეს:წერა,ხატვა,მუსიკლაურ ინსტრუმენტებზე დაკვრა თუ ხელსაქმე,მთავარია,რომ მოგწონდეთ.იოცნებეთ,დაისახეთ მიზნები - მნიშვნელოვანია არ ჩაიციკლოთ საბოლოო შედეგებზე,მიიღეთ სიამოვნება თვითონ პროცესისგან.

ყოველდღიურად ამ,მართლაც რომ იოლი ამოცანების გაკეთებით,მალევე იგრძნობთ,რომ თქვენი გული ივსება შესანიშნავი გრძნობით - საკუთარი თავის სიყვარულით.თქვენი ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ,გახდებით ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანი.

Sunday, December 1, 2013

როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება


როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება

თვითშეფასება უცნაური რამაა. შეუხედავი არსებები შეიძლება თავს დედოფლად გრძნობდნენ, ხოლო “მის მსოფლიო” ღამით საკუთარი არასრულყოფილების გამო სასთუმალსა და ბალიშს ასველებდეს.
ბედის ირონიაა, მაგრამ მართალია, რომ თავდაჯერებულობა (ან მისი ნაკლებობა) ყალიბდება მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩვენდამი სხვა ადამიანების (მშობლების, დედმამიშვილების, ზემდგომთა, გარშემომყოფთა და ა.შ.) დამოკიდებულებისა და მიდგომის შესაბამისად.
თვითშეფასების შეცვლა შესაძლებელია და ამის ძალა მხოლოდ ჩვენ შეგვწევს – იმ გადაწყვეტილებებითა და ნაბიჯებით, რომელთაც ვდგამთ.
თუ გსურთ თვითშეფასების ამაღლება, შესაძლოა შემდეგი რჩევები დაგეხმაროთ: აღიქვით ფაქტები სწორად.
შეეცადეთ რეალისტურად და დაბალანსებულად შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში რწმენის ნაკლებობას განიცდიან, ნეგატიური ჭრილიდან იმზირებიან; მეორენი – პირიქით, ცაში იყურებიან და ვარსკვლავების სილამაზის შეფასებისას ვერ ამჩნევენ მიწაზე არსებულ ტალახს. სხვებსაც ზემოთ აცქირებენ.
სიმართლე კი ისევე ცხადია, როგორც ის, რომ მედალს ორი მხარე აქვს – არავინაა სრულყოფილი. ეცადეთ ადამიანებისაგან პოზიტიური უკუკავშირი მიიღოთ იქ, სადაც შესაბამისია ან დრო იმ ადამიანებთან გაატარეთ, ვინც ამას თხოვნის გარეშე გთავაზობთ. არ დაჩაგროთ თავი. პატივი ეცით თავს და არ თქვათ უარი ქებასა და აღიარებაზე. როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან – შეიფერეთ. არ შეეპუოთ იმ ადამიანების კომენტარებს, რომელთაც თქვენი თვითშეფასების დამდაბლება სურთ. არ მისცეთ სხვებს იმის უფლება, რომ თავი უღირსად ან უვარგისად გაგრძნობინონ. შესაბამისად, ან ირონიული ღიმილით “გაატარეთ”, ანდა სათანადო პასუხი გაეცით, რომ მეორედ მსგავსი რამ აღარ შემოგკადრონ.
დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა თქვან სხვებმა (მაშინ, როდესაც თავადვე განიცდიან დაბალ თვითშეფასებას და ცდილობენ ამის თქვენზე გადმოტანას): იცოდეთ თავის ფასი. დაიჯერეთ საკუთარი ძალებისა და წინ, ბედნიერი მომავლისაკენ.

Thursday, November 28, 2013

რჩევები კარგი განწყობისათვის

არ ვიცი რა მინდა, დაღლილი ვარ, მინდა ვიყო მხიარული, არ ვიცი რა ვაკეთო და როგორ ვიცხოვრო, მინდა ვიყო მარტო და ვიფიქრო.გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია.როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები გადადგათ, ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და გადაჭრათ რთული პრობლემები.

რამდენიმე რჩევა კარგი განწყობის შესაქმნელად:
• გაიღიმეთ – როდესაც სახეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეინარჩუნებთ ღიმილს, თქვენი განწყობა მაშინვე გამოკეთდება. ღიმილი გვაიძულებს თავი მხიარულად და ბედნიერად ვიგრძნოთ. გაიღიმეთ და ნუ შეგეშინდებათ იმის რომ სხვები არასწორად გაგიგებენ. შეეცადეთ კონცენტრაცია გაუკეთოთ თქვენს აზრებს, ოცნებებს, იმას, რისი გაკეთებაც გინდათ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ასე უფრო მიზანმიმართულად იმოქმედებთ მიზნის მისაღწევად.• მიირთვით გემრიელად – საყვარელმა კერძმა შეიძლება სტრესი მოგიხსნათ .კვება აუმჯობესებს განწყობას, ზრდის სტრესისა და კონფლიქტების მიმართ გამძლეობას, ამცირებს დეპრესიების გამოვლენას. ნერვული სისტემისთვის კარგია მარცვლეული პროდუქტები (პური, ფაფები), ხილი და ბოსტნეული. დეპრესიის დაძლევას ხელს უწყობს გოგრის და მზესუმზირის მარცვლები(მაგნიუმი), შვრია(ვიტამინი B) ,ქათმის ხორცი (ცილა, ვიტამინი I) . ბანანი და შოკოლადი კი ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას, რაც კარგ განწყობას “განაგებს”. ტონუსის შესანარჩუნებლად კარგია კაკაო და მარწყვი.• მოუსმინეთ მუსიკას – მუსიკის დახმარებით შეგიძლიათ კარგად მართოთ საკუთარი განწყობა. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, იმღერეთ ,იცეკვეთ. • უყურეთ ფილმს – შეარჩიეთ საყურებლად მხიარული და ცხოვრებისეული ოპტიმიზმით სავსე ფილმი. შეიძლება ეს იყოს კომედია ან სათავგდასავლო ჟანრის ფილმი.• დაკავდით ხელოვნებით – ცუდი განწყობა შეიძლება დაიხატოს, ან ჩაიწეროს ლექსის სახით. მთელი უარყოფითი მუხტი გადმოაფრქვიეთ ფურცელზე. არ დაიტოვოთ ცუდი შიგნით და თქვენი განწყობა გამოკეთდება.• ჩაეხუტეთ – ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ კარგი განწყობისთვის ადამიანს დღეში 30 სასიამოვნო შეხება სჭირდება. სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნება დადებით ემოციებს იწვევს. ჩაეხუტეთ ახლობლებს და მოდუნდით.• იყოლიეთ ცხოველი – ჩვენი პატარა მეგობრები თავიანთი ერთგულებით და სიყვარულით დიდ სიამოვნებას მოგანიჭებენ. ცხოველებზე ზრუნვა აძლიერებს სიხარულის ჰორმონის გამოყოფას და ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის დონეს..წყარო