Thursday, November 28, 2013

ეს საინტერესოა




  ადამიანის ტვინს შეუძლია 200 წელი იცოცხლოს, თუ კი მას საჭირო ნივთიერებებით მოამარაგებს აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები. იმისათვის, რომ ადამიანმა 200 წელიწადი იცოცხლოს, საჭიროა "მოძველებული" ორგანოები მუდმივად ჩაანაცვლოს ხელოვნური კოპიოებით.
    მედიცინა ერთ ადგილზე არასდროს დგას, ის მუდამ წინ მიიწევს. ამჟამად არიან ადამიანები, რომლებიც ბიონიკური პროტეზებით ცოცხლობენ და მათ ტვინის მეშვეობით მართავენ. ეს ტექნოლოგიები არაფრით ჩამორჩება ნამდვილი ორგანოების ფუნქციონირებას.
    უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ნამდვილი ორგანოები ხელოვნურით შევცვალოთ, ხოლო სპეციალური სითხე, რომელიც ხშირად გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში, სისხლის ფუნქციებს შეცვლის. ყველა ამ ტექნოლოგიას კი შეუძლია ტვინისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდება.
    შესაბამისად, ახლო მომავალში გამოჩნდებიან ახალი კიბერნეტიკული ადამიანები, რომლებიც დიდხანს იცოცხლებენ.

No comments:

Post a Comment